სააკაშვილი ერთ თვეში ფოთში თავისუფალი ეკონომიკური ზონის გახსნას აპირებს
პრეზიდენტობის კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა 5 დეკემბერს განაცხადა, რომ მომდევნო თვეში საქართველო აპირებს ხელი მოაწეროს ხელშეკრულებას თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნის თაობაზე.
”ერთ თვეში ჩვენ ხელს მოვაწერთ ხელშეკრულებას თავისუფალი ეკონომიკური ზონის შესახებ და ჩვენ გადავაქცევთ ფოთს ძალიან წარმატებულ ქალაქად,” – განუცხადა სააკაშვილმა ამომრჩევლებს ფოთში ვიზიტის დროს.
16 ოქტომბერს საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ 12-მა კომპანიამ წარადგინა განაცხადები ფოთის პორტის 49 წლიანი იჯარით აღებასთან დაკავშირებით. ფოთის პორტი იჯარით გაიცემა მის მიმდებარე 400 ჰექტარ მიწის ნაკვეთთან ერთად, სადაც მოხდება თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნა. ოქტომბერში სამინისტრომ განაცხადა, რომ გამარჯვებულს ორ კვირაში გამოაცხადებდა, თუმცა, ეს აქამდე არ მომხდარა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)