ახალი ამბები

”სამართლიანი არჩევნები” ხმების პარალელურ დათვლას განახორციელებს

სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ 4 დეკემბერს განაცხადა, რომ 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ხმების პარალელური დათვლას განახორციელებს.


ხმების პარალელური დათვლის მეთოდი პირველად 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს იქნა გამოყენებული და მისმა შედეგებმა მთავარი როლი შეასრულა არჩევნების გაყალბების გამოვლენაში.

“სამართლიანი არჩევნების” განცხადებით, ხმების პარალელური დათვლის შედეგები 6 იანვარს გამოქვეყნდება – არჩევნების მეორე დღეს.

იმავდროულად, ცესკო-ს თავმჯდომარემ ლევან თარხნიშვილმა ერთ-ერთ რადიოსთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ცესკო არჩევნების წინასწარ შედეგებს 6 იანვარს გამოაქვეყნებს.   

Back to top button