skip to content
ახალი ამბები

იაკოვენკო: სამშვიდობოები თბილისის ძალისმიერ გეგმებს დაბრკოლებას უქმნიან

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონებში განლაგებული რუსი სამშვიდობოები ერთადერთი დაბრკოლებაა საქართველოს ”სამხედრო მანქანისთვის”, განაცხადა 29 ნოემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე იაკოვენკომ.


”როგორც ჩანს, მშვიდობიანი მოგვარება ქართულ მხარეს ხელს არ აძლევს,”-განაცხადა იაკოვენკომ ”იტარ-ტასს”-თან ინტერვიუში, ”მას უფრო ძალისმიერი და მუქარის მეთოდები მოსწონს. როგორც 7 ნოემბერს თბილისში ოპოზიციის აქციის დაშლამ აჩვენა, მიხეილ სააკაშვილი უპრობლემოდ იყენებს ძალას თავისი საკუთარი ქვეყნის შიგნით, საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ”.


”2007 წელს ქართულმა მხარემ ფაქტიურად უარი თქვა მოლაპარაკებათა ნორმალურ გაგრძელებაზე არსებული საერთაშორისო ფორმატების ფარგლებში,”- აღნიშნავს იაკოვენკო.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button