ახალი ამბები

პატარკაციშვილი პრეზიდენტად იყრის კენჭს

ბიზნესმენმა ბადრი პატარკაციშვილმა 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის საჭირო ოფიციალური პროცედურების განხორციელება დაიწყო.


ოპოზიციონერმა დეპუტატმა ვალერი გელბახიანმა და ზურაბ ჟვანიას ძმამ, გოგა ჟვანიამ პატარკაციშვილის სახელით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცსკ) ის ბლანკი სთხოვეს, რომელიც 50 000 მხარდამჭერის ხელმოწერის მოსაგროვებლადაა საჭირო. პრეზიდენტობის კანდიდატმა ათი დღის ვადაში  უნდა მოაგროვოს ხელმოწერები, რათა კანდიდატად დარეგისტრირდეს.


საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 7 ნოემბერს ბადრი პატარკაციშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. იგი ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულების დაგეგმვაშია ეჭვმიტანილი.  


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button