ახალი ამბები

აზერბაიჯანის და თურქეთის პრეზიდენტები საქართველოს სტუმრობენ

აზერბაიჯანის და თურქეთის პრეზიდენტები, ილჰამ ალიევი და აბდულა გიული 21 ნოემბერს საქართველოს სტუმრობენ, სადაც ბაქო-ახალქალაქი-ყარსის სარკინიგზო პროექტის დაწყების ოფიციალურ ცერემონიაში მიიღებენ მონაწილეობას.


საქართველოს გავლით აზერბაიჯანისა და თურქეთის დამაკავშირებელი რკინიგზის ქართულ მონაკვეთს აზერბაიჯანული კომპანია Azerinshat Service ააშენებს.


ამავდროულად, ქართული და თურქული მხარეები ხელს მოაწერენ ორ შეთანხმებას – თავისუფალი ვაჭრობისა და ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების თაობაზე. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button