ახალი ამბები
მთავრობა პენსიების გაზრდას გეგმავს
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ლადო გურგენიძემ პრეზიდენტ სააკაშვილს განუცხადა, რომ მთავრობა დეკემბრიდან 38 ლარიანი პენსიის 55 ლარამდე გაზრდას გეგმავს, იანვრიდან კი პენსია კიდევ უფრო გაიზრდება და 76 ლარს მიაღწევს.
ამ ეტაპზე ჩვენ უნდა გავუწიოთ დახმარება სოციალურად დაუცველ ყველა ფენას, განუცხადა გურგენიძემ პრეზიდენტს შეხვედრაზე, რომელიც ტელევიზიებმა პირდაპირი ეთერით გადასცეს.
”ეს ცვლილება 820 ათასზე მეტ პენსიონერს მოიცავს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 250 მილიონ ლარამდე გამოიყოფა. ამ პროგრამების გარდა ჩვენ ვგეგმავთ მასწავლებელთა ხელფასების 40 ლარით გაზრდას,”- განაცხადა გურგენიძემ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)