ახალი ამბები

პრეზიდენტი 1000 პატიმარს შეიწყალებს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 14 ნოემბერს განაცხადა, რომ იგი ”წვრილმანი დანაშაულისთვის” გასამართლებული პატიმრების შეწყალებას გეგმავს.


გენერალური პროკურორის მოადგილემ ნიკა გვარამიამ იმავე დღეს მოგვიანებით განმარტა, რომ შეწყალების შედეგად 1 000 პატიმრის გათავისუფლება იგეგმება.


მისი თქმით, ეს ინიციატივა ასევე ითვალისწინებს კიდევ 2 000 პატიმრისთვის სასჯელის განახევრებას, ან შემსუბუქებას.


ეს ამნისტია მოულოდნელი აღმოჩნდა, განსაკუთრებით პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ დაახლოებით ოთხი თვის წინ გაკეთებული განცხადებების ფონზე. სააკაშვილმა 24 ივლისს განაცხადა, რომ ის შეწყალების უფლებას ”ბევრად უფრო შეზღუდულად” გამოიყენებდა. 


მისი ამ პოზიციის შერბილებამ გააჩინა ვარაუდები, რომ ეს გადაწყვეტილება რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება. თუმცა, ოფიციალურმა პირებმა უარყვეს ეს ვერსია და უსაფუძვლო უწოდეს.


”ეს არ უკავშირდება მომავალ არჩევნებს,” – განუცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან ბეჟაშვილმა საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს, ”ჩვენ ამ საკითხზე უკვე დიდი ხანია ვმუშაობთ”.  


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button