skip to content
ახალი ამბები

ბათუმის რუსული სამხედრო ბაზა ქართულ მხარეს ოფიციალურად გადმოეცა

ბათუმში რუსეთის სამხედრო ბაზა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურად გადმოეცა, იტყობინება თავდაცვის სამინისტრო.


სამხედრო ობიექტის მიღება-ჩაბარების აქტს დღეს საქართველოს მხრიდან ხელი მოაწერა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ბათუ ქუთელიამ, ხოლო რუსეთის მხრიდან ამიერკავკასიაში რუსეთის ჯარების დაჯგუფების სარდალმა ანდრეი პოპოვმა.


”ყველა ის ობიექტი, რომელიც რუსულ სამხედრო ქვედანაყოფებს ეკავათ ბათუმში, გადმოეცა ქართულ შეიარაღებულ ძალებს და მათმა კუთვნილმა სამხედრო ტექნიკამ, ასევე მატერიალურმა ფასეულობამ, სამხედრო მოსამსახურეებმა და შტაბმა მთლიანად დაიწყეს საქართველოს დატოვების პროცედურა, რომელიც რამდენიმე დღეში დამთავრდება,”- განუცხადა საზოგადოებრივ მაუწყებელს ბათუ ქუთელიამ.

This post is also available in: English Русский

Back to top button