ახალი ამბები

საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდეს 5 იანვარს – სააკაშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავის სატელევიზიო გამოსვლაში განაცხადა:


• საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდეს 2008 წლის 5 იანვარს;
• მთელ მსოფლიოს დავანახოთ, რომ ქართველი ხალხი არის ერთიანი;
• მოითხოვეთ ადრეული არჩევნები [მიმართავს ოპოზიციას], მიიღეთ კიდევ უფრო ადრეული არჩევნები;
• ეს არჩევნები ჩატარდება ჩვენი გრაფიკით და არა ჩვენი არაკეთილმოსურნეების გრაფიკით;
• ჩემი კომპრომისი ოპოზიციისადმი არის ის, რომ ვაძლევ მათ შანსს მართლაც გახდდნენ ხალხის რჩეულები;
• მე ვარ პრეზიდენტი, რომელიც თავისი ნებით მეორედ იმცირებს თავის ვადას;
• მინდა ვიყო ამ ერის რჩეული, მაგრამ ეს თქვენი გადასაწყვეტია;
• ეს იქნება ყველაზე დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნები;
• საერთაშორისო ორგანიზაციებმა მოავლინონ მაქსიმალურად ბევრი დამკვირვებლები;
• უახლოეს დღეებში საგანგებო მდგომარეობა და შეზღუდვები პოლიტიკურ ჯგუფებზე გაუქმდება;
• მინდა ჩავატარო პლებისციტი პრეზიდენტის არჩევნების პარალელურად როდის ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები – გაზაფხულზე თუ შემოდგომაზე;
• რაც მოხდა გუშინ ეს არ იყო ჩვენი არჩევანი, ეს იყო ერთადერთი და ადეკვატური პასუხი საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებაზე.
• გუშინ ჩვენ დავიცავით არა მოქმედი ხელისუფლება, არამედ ქართული დემოკრატია, საზოგადოება, ქართული სახელმწიფოებრიობა;
• მთავრობამ კი არ გამოიყვანა ხალხი, არამედ გადადგა ნაბიჯები, რომ დაეცვა ხალხი არეულობისგან და კონსტიტუციური წესრიგის დამხობისგან;
• ძალის გამოყენების მონოპოლია ეკუთვნის სახელმწიფოს, რომელმაც თავი უნდა აარიდოს ძალის გადაჭარბებით გამოყენებას, თუმცა ყველაფერი უნდა გააკეთოს წესრიგის აღსადგენად.

მსგავსი/Related

Back to top button