ახალი ამბები

რუსეთი სამ ქართველ დიპლომატს აძევებს

რუსეთი სამ ქართველ დიპლომატს ”პერსონა ნონ გრატად” აცხადებს, ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო შეტყობინებაში.

თუმცა რუსეთის საგარეო უწყება არ აკონკრეტებს ქართველ დიპლომატთან ვინაობას.

ამ გადაწყვეტილების შესახებ რუსულმა მხარემ დღეს გივი შუღაროვს, საქართველოს საელჩოს ოფიციალურ წარმომადგენელს აცნობა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 7 ნოემბერს განაცხადა, რომ ის აპირებს გააძევოს რუსეთის ფედერაციის საელჩოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი ივანე ვოლინკინი, მრჩეველი პეტრე სოლომატინი და მესამე მდივანი ალექსანდრე კურენკოვი.


პრეზიდენტმა სააკაშვილმა 7 ნოემბერს თავის სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა, რომ ზოგიერთი დიპლომატი რუსეთის საელჩოდან საქართველოს წინააღმდეგ დამანგრეველ საქმიანობას ეწევა.

იმავდროულად, საქართველოს ელჩი რუსეთში ირაკლი ჩუბინიშვილი თბილისში გამოიძახეს 7 ნოემბერს საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button