მმართველი პარტია ოპოზიციასთან შესახვედრად ემზადება
დეპუტატებმა მმართველი პარტიიდან განაცხადეს, რომ მმართველი პარტია მზადაა შეხვედეს ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც გარე ძალების მიერ არაა მართული.
”ვერ გეტყვით ზუსტად გვარებს, მაგრამ ვიცი, რომ შეხვედრა გაიმართება ოპოზიციის იმ ნაწილთან, რომელიც არის ქართული პოლიტიკური ცხოვრების ნაწილი და არ იმართება ვინმეს მიერ,” – განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ნიკა რურუამ 8 ნოემბერს.
”ქალბატონ ნინოს [ბურჯანაძეს] ზუსტი სია მიეწოდა იმის თაობაზე, თუ ვინ მოვა შეხვედრაზე, რა სახის შეხვედრა შედგება. დიალოგი აუცილებლად შედგება,” განაცხადა დეპუტატმა ნინო კალანდაძემ მმართველი პარტიიდან.
თუმცა, მან დააკონკრეტა, რომ ”საქართველოს გზის” ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა, ”ახალი მემარჯვენეების” ლიდერმა დავით გამყრელიძემ და ”მრეწველების” ლიდერმა ზურაბ ტყემალაძემ გამოთქვეს სურვილი მონაწილეობა მიიღონ შეხვედრაში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)