skip to content
ახალი ამბები

საქართველოში 15 დღით საგანგებო მდგომარეობაა შემოღებული

პრეზიდენტმა სააკაშვილმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 15 დღის განმავლობაში საგანგებო ვითარება შემოიღო, განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი არველაძემ 8 ნოემბერს, ღამის 1 საათზე.


მისი თქმით, შეზღუდვები დაწესდება ინფორმაციის გავრცელებაზე, დემონტრაციებზე და გაფიცვებზე.


შედეგად, საინფორმაციო გადაცემები კერძო ტელეარხებზე დაიხურება 15 დღის განმავლობაში. მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებელზე გავა ახალი ამბები.


არველაძის თქმით, პრეზიდენტის დეკრეტი ითვალისწინებს ”წერილობით ან სიტყვიერი ფორმით ინფორმაციის მიღების და თავისუფალი გავრცელების შეწყვეტას”.


”ეს ეხება მხოლოდ ტელე და რადიო კომპანიებს,” – დააზუსტა არველაძემ. ”მხოლოდ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი აწარმოებს ინფორმაციის მიღებას და გავრცელებას”.


გაზეთები და ინტერნეტ გამოცემები არ შეიზღუდებიან ინფორმაციის თავისუფალი გავრცელების თვალსაზრისით.


პარლამენტი მომდევნო 48 საათს განმავლობაში შეიკრიბება პრეზიდენტის დეკრეტის დასამტკიცებლად, რომელიც უკვე ძალაშია.


 

მსგავსი/Related

Back to top button