ახალი ამბები

რუსთაველზე სპეცდანიშნულების რაზმი და წყლის ჭავლის მანქანებია მობილიზებული

ხელკეტებითა და ფარებით შეიარაღებული სპეცდანიშნულების რაზმმა ასევე წყლის ჭავლის მანქანების გამოყენებით რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მომიტინგეები დაშალეს.


სამართალდამცავებმა გამოიყენეს ჯერ წყლის ჭავლი და შემდეგ ცრემლსადენი გაზი. სპეცრაზმის წევრები, როგორც ეს პირდაპირი ეთერით გადაცემულ კადრებში ჩანს, ფიზიკურად უსწორდებიან მომიტინგეებს.

ამ დროისთვის რუსთაველის გამზირი სპეცდანიშნულების რაზმებს აქვთ დაკავებული.


სამართალდამცავებმა დარბევის დაწყებამდე მოუწოდეს აქციის მონაწილეებს დაშლილიყვნენ, ”წინააღმდეგ შემთხვევაში კანონით გათვალიწინებულ ზომებს მიიღებდნენ”. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button