ახალი ამბები

მომიტინგეებმა სამანქანო გზის სავალი ნაწილი პოლიციასთან შეტაკების შედეგად დაიკავეს

პარლამენტის წინ შეკრებილმა საპროტესტო აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი პოლიციასთან დაპირისპირების ფონზე დაიკავეს.


 


ადგილი ჰქონდა ფიზიკურ შეხლა შემოხლას. პოლიცია ხელკეტებით უსწორდებოდა მომიტინგეებს, რომლებიც სამანქანო გზის დაკავებას ცდილობდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო ასობით პოლიციელი, თუმცა მათ მოგვიანებით დატოვეს ტერიტორია, ორგანიზებულად. 

ეს კადრები ქართული ტელეკომპანიების პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.


 


პარალელურად, ასევე პირდაპირი ეთერის რეჟიმში დეპუტატმა გიგა ბოკერიამ მმართველი პარტიიდან განაცხადა, რომ პოლიცია კანონის ფარგლებში მოიქცა. ”ეს იყო ქუჩის უკანონოდ გადაკეტვის მცდელობა. მათ აქვთ შესაძლებლობა განაგრძონ აქცია ქუჩის გადაკეტვის გარეშე,” – განაცხადა მან.  



პოლიციასთან შეხლა-შემოხლის შედეგად ნაცემია რამდენიმე მომიტინგე და ასევე დეპუტატი ლევან გაჩეჩილაძე, რომელიც 5 ნოემბრიდან შიმშილობს. ის ასევე იმ იმყოფებოდა პარლამენტის წინ დღეს დილით 8 საათისთვის, როცა პოლიციამ მოშიმშილეები და აქციის სხვა მონაწილეები დაშალა. გაჩეჩილაძე საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მსგავსი/Related

Back to top button