ახალი ამბები

ოქრუაშვილი: აუდიოჩანაწერი ყალბია

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ სატალეფონო საუბრის აუდიოჩანაწერი, რომელიც, ვითომდა მას და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსს ბაჩო ახალაიას შორის შედგა, ყალბია.


20-წამიანი ჩანაწერში, რომელიც ტელეკომპანიების საშუალებით სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პრესსამსახურმა გაავრცელა, მამაკაცის ხმა, რომელიც სავარაუდოდ ირაკლი ოქრუაშვილია, ეუბნება ახალაიას, რომ მას პრემიერ-მინისტრიბა სურს, რის სანაცვლოდაც პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციას დაშლის.


”აბსოლუტური სისულელეა, რომ ჩემს მდგომარეობაში მყოფმა ადამიანმა დაურეკოს ბაჩო ახალაიას და ასეთი სისულელე უთხრას,” – განუცხადა ოქრუაშვილი ტელეკომპანია ”იმედს” მიუნჰენიდან სატელეფონო საუბრისას 6 ნოემბერს.


”ეს ძველი მეთოდებია, მიშა. იგივე მეთოდი გამოიყენა [შინაგან საქმეთა მინისტრმა] ვანო მერაბიშვილმა ირაკლი ბათიაშვილის და ემზარ კვიციანის სატელეფონო საუბრის გასაყალდებლად. როგორ ფიქრობ, ვინმეს სჯერა ამისი?”, – განაცხადა ოქრუაშვილმა.


 

მსგავსი/Related

Back to top button