ახალი ამბები

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პარლამენტს ცოცხალი ჯაჭვი შემოარტყეს

პარლამენტის წინ შეკრებილმა ათასობით საპროტესტო აქციის მონაწილემ საკანონმდებლო ორგანოს შენობას ცოცხალი ჯაჭვი შემოარტყა.


მანამდე მომიტინგეებს დავით უსუფაშვილმა, რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა განუცხადა, რომ სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს კარგად ორგანიზებულ მოქმედებებს, იმ პირობებში, როცა  ”ხელისუფლება ცდილობს რამე პროვოკაციაზე წამოგვაგოს”. 


”იქნება წესრიგი, დაცვა და უსაფრთხოება და გვაქვს თქვენი გაგების იმედი”, – მიმართა მან აქციის მონაწილეებს, ”მათ [ხელისუფლებას] უნდა გააკეთონ ისე, რომ ჩვენ წარმოგვაჩინონ მოძალადეებად”. 


”ჩვენ დაწყებული საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ,”- აღნიშნა მან.


This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button