skip to content
ახალი ამბები

საპროტესტო აქციის მონაწილეები თბილისში რეგიონებიდან ჩამოვიდნენ







საპროტესტო აქციის მონაწილეები პარლამენტის
წინ, 1 ნოემბერს.
ფოტო: Civil.Ge/დავით მაჭავარიანი
საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, რომლებიც რეგიონებიდან ჩამოვიდნენ დედაქალაქში, პარლამენტის წინ შეკრება 1 ნოემბერს გვიან ღამით დაიწყეს.

ტელეკომპანია ”იმედი” გუშინ გვიან ღამით პირდაპირ ეთერში გადასცემდა მანქანებისა და მიკროავტობუსების გრძელ კოლონას, რომელიც თბილისისკენ მოემართებოდა. ეს კარდები ანალოგიური იყო ვარდების რევოლუციის წინ ”რუსთავი 2”-ის მიერ გადაღებული ვიდეომასალის.  

ოპოზიცია 2 ნოემბერს 14 საათზე ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციას გეგმავს პარლამენტის წინ. ლიდერები აცხადებენ, რომ აქციები მანამ გაგრძელდება, სანამ მათი მოთხოვნა გაზაფხულზე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდება.


თუმცა ხელისუფლების პოზიციაა, რომ აქციები დემოკრატიის ჩვეულებრივი შემადგენელი ნაწილია. აქვე ისინი აცხადებენ, რომ პროცესები არ უნდა გამოვიდეს კონსტიტუციური ჩარჩოებიდან.


თბილისის მერმა გიგი უგულავამ 1 ნოემბერს განაცხადა, რომ ოპოზიციური კოლონა იყო 2003 წლის რევოლუციის მოვლენების ”უნიჭო იმიტაცია”.


გუშინ გვიან ღამით პოლიციამ გადაკეტა რუსთაველის პროსპექტი და მისი მიმდებარე ქუჩები ოპოზიციის საპროტესტო აქციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button