skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილი განმუხურის ინციდენტს გმობს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი განმუხურში მომხდარი ინციდენტის გამო დაუყოვნებლივ გაემგზავრა ზუგდიდის რაიონში, სადაც რუსი სამშვიდობოების წარმომადგენლებს შეხვდა და კატეგორიულად მოითხოვა დაკავებულების განთავისუფლება.  


მისი თქმით, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში განლაგებული დსთ-ს სამშვიდობო ძალების სარდალი სერგეი ჩაბანი ”არასასურველი პერსონაა საქართველოში და მან უნდა დატოვოს საქართველოს ტერიტორია”.


”გადაეცით თქვენს გენერალს, ბატონ ჩაბანს, რომ ვაცხადებ მას არასასურველ პერსონად საქართველოში. უახლოეს დღეებში მან უნდა დატოვოს საქართველოს ტერიტორია. მე თქვენ გაცნობებთ, რომ სოხუმი იგივე საქართველოა, როგორც განმუხური, როგორც ზუგდიდი, როგორც თბილისი… დაუყოვნებლივ მოიყვანეთ ყველაფერი თქვენი მანდატის ფარგლებში. დაუყოვნებლივ დაამყარეთ წესრიგი აქ და თქვენთან…სამშვიდობოების მომავალი ბედის შესახებ განცხადებას ჩვენ შემდგომში გავაკეთებთ. მაგრამ თუ კიდევ ერთხელ ასეთი რამ განმეორდება, თქვენ [სამშვიდობოები]საქართველოს და რუსეთს დიდ პროვოკაციაში ჩართავთ. მე თქვენ გაფრთხილებთ პროვოკაცია თქვენ აქ აღარ გაგივათ”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, რომლის საუბარი განმუხურიდან ტელეფონის საშუალებით გაავრცელა ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-მა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button