skip to content
ახალი ამბები

საბერძნეთში და ჩეხეთის რესპუბლიკაში ახალი ელჩები დაინიშნენ

პარლამენტმა 7 სექტემბერს მხარი დაუჭირა საბერძნეთის და ჩეხეთის რესპუბლიკებში ახალი ელჩების კანდიდატურებს.


ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ლადო ჭიპაშვილი, რომელმაც მთავრობაში ცოტა ხნის წინ განხორციელებული ცვლილებების შედეგად თანამდებობა დაკარგა, ჩეხეთის რესპუბლიკაში დაინიშნა ელჩად, ხოლო ბათუმის ყოფილი მერი ირაკლი თავართქილაძე – საბერძნეთსა და ხორვატიაში.


ამ ორი პიროვნების დანიშვნას ოპოზიციონერი დეპუტატების პროტესტი მოყვა.


”ელჩის თანამდებობაზე პროფესიონალი დიპლომატი უნდა დაინიშნოს; ან ისინი უნდა იყვნენ პოლიტიკური მოღვაწეები,” – განაცხადა დეპუტატმა ოპოზიციური ”რესპუბლიკური პარტიიდან” დავით ბერძენიშვილმა. ”არც ერთი მათგანი არ არის არც დიპლომატი, არც განსაკუთრებული მნიშვნელობის პოლიტიკური ფიგურა… ორივე მათგანი მოხსნეს თანამდებობებიდან”.


ლადო ჭიპაშვილი ახალ თანამდებობაზე კახა სიხარულიძეს შეცვლის. ეს უკანასკნელი ჩეხეთის ელჩის თანამდებობაზე 2005 წლის დეკემბერში დაინიშნა.


 



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button