skip to content
ახალი ამბები

ცხინვალში აფეთქება მოხდა

დღეს დილით ცხინვალის ჩრდილოეთ ნაწილში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა, იტყობინება 7 სექტემბერს სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი.


ამავე ინფორმაციით, აფეთქება მას შემდეგ მოხდა, რაც დაშავებულ იგორ კოკოევს ქუჩაში მობილურის ზარი მოესმა და ტელეფონისკენ დაიხარა. შესაძლოა ასაფეთქებელი მოწყობილობა მობილურ ტელეფონში ან მის მახლობლად იყო დამონტაჟებული, აცხადებენ ცხინვალში.

This post is also available in: English Русский

Back to top button