skip to content
ახალი ამბები

ბეჟუაშვილი ნატოს ხელმძღვანელობას შეხვდა

ბრიუსელში ვიზიტად მყოფი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი 4 სექტემბერს ნატოს გენერალურ მდივანს იააპ დე ჰოოპ სხეფერს და ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრებს შეხვდა.


შეხვედრებს ასევე ესწრებოდა სახელმწიფო მინისტრი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძე.


გელა ბეჟუაშვილმა ტელეკომპანია ”მზეს” განუცხადა, რომ საუბარი საქართველოში რეფორმების მიმდინარეობას და მეზობლებთან ურთიერთობებს შეეხო.


”საქართველო ასრულებს თავის ვალდებულებებს… და აქ კითხვები არ არის,”- განაცხადა მან.


მისი თქმით, ნატოს შტაბბინაში დაინტერესდნენ ასევე 6 აგვისტოს საქართველოზე საჰაერო თავდასხმის ფაქტით.


”ამ ინციდენტთან დაკავშირებით არის სრული გაგება და ინფორმირებულია აბსოლუტურად ყველა… და ჩვენ ბუნებრივია გამოვთქვით სურვილი და იმედი, რომ ყველა გააკეთებს შესაბამის დასკვნას,”- განაცხადა ბეჟუაშვილმა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button