skip to content
ახალი ამბები

საქაერონავიგაცია და გარემოს დაცვის სამინისტრო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

საქაერონავიგაციის ცნობით, მთავარი საჰაერო რადიოლოკატორის მახლობლად მდებარე ქვის კარიერი დიდ საფრთხეს უქმნის ლოკატორის მუშაობას.


სამთო მომპოვებელმა კომპანიამ გასულ წელს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსგან თბილისის მახლობლად ქვის მოპოვების 10-წლიანი ლიცენზია მიიღო.


”კარიერის მუშაობის შემდეგ გაჩნდა საშიშროება იმისა, რომ ნიადაგი შეიძლება დაბლა ჩაიწიოს და გამოიწვიოს ლოკატორის გადახრა, რამაც შესაძლოა კატასტროფული შედეგები მოგვიტანოს,” – განაცხადა ”საქაერონავიგაციის ” წარმომადგენელმა.


”საქაერონავიგაციის” ხელმძღვანელის გიორგი კარბელაშვილის განცხადებით, ”ის პირი, ვინც ეს ლიცენზია გასცა, უნდა დაისაჯოს” იმ გადაწყვეტილების გამო, რომელმაც რადიოლოკატორს საფრთხე შეუქმნა.


თუმცა, გარემოს დაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ სამინისტროს ჯგუფმა შეისწავლა მოცემული ტერიტორია და რადიოლოკატორისთვის რაიმე საფრთხის არსებობა ვერ აღმოაჩინა.


”[ქვის კარიერის] უახლოესი ადგილი რადიოლოკატორიდან 100 მეტრშია და არის წერტილებიც, რომლებიც 100 მეტრზე მეტითაა დაშორებული ლოკატორიდან; დღეის მონაცემებით, საჰაერო ნავიგაციის სისტემას საფრთხე არ ემუქრება,” – განუცხადა გარემოს დაცვის სამინისტროს ლიცენზიებისა და ნებართვების განყოფილების უფროსმა გიორგი ცხაკაიამ ჟურნალისტებს 24 აგვისტოს.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button