ახალი ამბები

საქართველოს საჰაერო სივრცე რუსეთის მხრიდან კვლავ დაირღვა

რუსეთის ფედერაციის მხრიდან 21 აგვისტოს საქართველოს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის მიერ ორჯერ დაფიქსირდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევისა და საჰაერო სივრცეში შემოჭრის ფაქტი ზემო აფხაზეთში, იუწყება 22 აგვისტოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.


სამინისტროს ცნობით, სივრცის დარღვევა ზემო კოდორის ხეობის სოფელ ომარიშარასთან 18.46-18.49 საათზე მოხდა.


სამინისტრო არ აკონკრეტებს საჰაერო სივრცე ვერტმფრენმა დაარღვია, თუ თვითმფრინავმა, თუმცა ფრენის პარამეტრებს ავრცელებს, რომლის მიხედვითაც ფრენის სიმაღლე – 4000მ, სიჩქარე  – 470-490 კმ/სთ, საქართველოს საჰაერო სივრცეში შემოჭრის სიღრმე კი 5 კმ იყო.


რუსეთმა კატეგორიულად უარყო ეს განცხადება.


”არც ერთ რუსულ საფრენ აპარატს საქართველოს საზღვრის მახლობლად, მათ შორის კოდორის ხეობის მახლობლად, ფრენა არ განუხორციელებია 21 აგვისტოს,” – განუცხადა რუსეთის საჰაერო ძალების მეთაურის თანაშემწემ ალექსანდრე დრობიშევსკიმ ”ინტერფაქსს”.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button