რუსმა და ამერიკელმა დიპლომატებმა საქართველოს დაბომბვის ინციდენტი განიხილეს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ დანიელ ფრიდმა 6 აგვისტოს საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევისა და სამხრეთ ოსეთის სიახლოვეს ტერიტორიის დაბომბვის ფაქტი განიხილეს 8 აგვისტოს გამართულ სატელეფონო საუბარში.
”მოსაუბრეებმა გაცვალეს მოსაზრებები 6 აგვისტოს ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მომხდარ ინციდენტზე და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის დარეგულირების პროცესის პერსპექტივებზე,”- იუწყება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 9 აგვისტოს.
მანამდე დანიელ ფრიდს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი ესაუბრა, რომელმაც დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ამერიკულ მხარეს დაბომბვის ინციდენტზე.
8 აგვისტოს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, სადაც დაგმო საქართველოზე განხორციელებულ შეტევა და მოუწოდა, ”სასწრაფოდ მოეფინოს ნათელი ინციდენტთან დაკავშირებულ ფაქტებს”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)