ახალი ამბები
ბაღაფში მოსკოვში ეკონომიკურ საკითხებს განიხილავს
თვითგამოცხადებული აფხაზეთის ლიდერი სერგეი ბაღაფში სამუშაო ვიზიტით მოსკოვში გაემგზავრა, სადაც განიხილება რუსული კომპანიების მიერ აფხაზეთში საინვესტიციო პროექტების განხორციელების საკითხები.
სერგეი ბაღაფშის განცხადებით, განიხილება მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, ასევე ტურიზმის, მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის განვითარების წინადადებები.
”აფხაზეთის ხელისუფლებას მომზადებული აქვს რუსი პარტნიორებისათვის რიგი წინადადებები. ამ თემებზე ვისაუბრებ მოსკოვში,”- იტყობინება აფხაზეთის ლიდერის ვებ-გვერდი 6 აგვისტოს ბაღაფშის სიტყვებზე დაყრდნობით.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)