skip to content
ახალი ამბები

ქართველი ჯარისკაცები ერაყში მიემგზავრებიან

დღეს ქართველი ჯარისკაცების ერთი ნაწილი ერაყში სამშვიდობო მისიით გაემგზავრა. 23 ივლისისთვის 1200-მდე ჯარისკაცი მოიყრის უკვე თავს ერაყის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც მათ ბაღდადში მომსახურე ქართული ბრიგადაც შეუერთდება.


მთლიანობაში, 2000 ჯარისკაცამდე გაზრდილი ქართული კონტინგენტი ვასითის პროვინციაში განლაგდება, სადაც  ბაღდადიდან 185 კილომეტრის მოშორებით მდებარე ქალაქ ალ კუტის და ირანთან საზღვრის პატრულირებას განახორციელებს.

კერძოდ, ქართველ სამხედროებს დაევალებათ პატრულირება, ჩხრეკა, რეიდის ჩატარება, ბლოკ-საგუშაგოების მოწყობა, ბაზის და სტრატეგიული ობიექტების დაცვა. მათ ასევე ირანის საზღვრიდან ვასითის პროვინციაში შემოსული ავტოტრანსპორტის და ქონების გაკონტროლება მოუწევთ.


ეს ახალი მისიაა გაზრდილი ქართული კონტიგენტისთვის. აქამდე 850 ქართველი ჯარისკაცი ამერიკულ არმიასთან ერთად ასრულებდა სამშვიდობო მისიას ბაღდადსა და ბაქუბაში, სადაც მათი ძირითადი მოვალეობა ობიექტების დაცვა იყო.


საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას, ერაყში ქართველი სამშვიდობო კონტიგენტის 850-დან 2000 სამხედრომდე გაზრდის თაობაზე პარლამენტმა ივნისში დაუჭირა მხარი.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button