skip to content
ახალი ამბები

ბაღაფში აფხაზებს თურქეთიდან რეპატრიაციაში დახმარებას ჰპირდება

აფხაზეთის ხელისუფლება ყველაფერს იღონებს, რათა ხელი შეუწყოს ეთნიკური აფხაზების თურქეთიდან რეპატრიაციის პროცესს, განაცხადა აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა 12 ივლისს.


მან სოხუმში მყოფ თურქეთის აფხაზური დიასპორის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ აფხაზეთის ხელისუფლებისთვის ”აფხაზი მოსახლეობის დახმარება რეპატრიაციის პროცესში პრიორიტეტს წარმოადგენს”, იტყობინება ბაღაფშის ოფიციალური ვებ-გვერდი.


ამავე ინფორმაციის თანახმად, ბაღაფში სექტემბერში თურქეთში ვიზიტს გეგმავს, სადაც აფხაზურ დიასპორას შეხვდება. აფხაზეთის ლიდერი აპრილშიც გეგმავდა თურქეთში ჩასვლას, თუმცა ვიზიტი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიდო.


ათიათასობით მუსულმანი აფხაზი მას შემდეგ გახდა მიგრანტი, რაც ისინი მე-19 საუკუნეში თურქეთის იმპერიაში გადავიდნენ საცხოვრებლად, კავკასიის მუსულმანი მოსახლების მიგრაციის პროცესის ფარგლებში.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button