ახალი ამბები

სასამართლო სხდომების საჯაროობა შეიზღუდა

პარლამენტმა 117 ხმით 18-ის წინააღმდეგ დღეს მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი სასამართლოს შენობასა და სხდომათა დარბაზებში ვიდეო, ფოტო და კინო გადაღების აკრძალვას.


სასამართლო სხდომებზე დაშვებულია მხოლოდ აუდიო ჩანაწერის გაკეთება და სტენოგრაფირება, თუმცა მოსამართლეს უფლება აქვს ესეც აკრძალოს ”მოტივირებული გადაწყვეტილებით”. 


ოპოზიციონერმა დეპუტატებმა გააკრიტიკეს იურიდიული კომიტეტის მიერ ინიცირებული ეს კანონპროექტი და მას ”ცენზურის” დაწესების მცდელობა უწოდეს.


სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა ასევე გააკრიტიკა ეს ინიციატივა და განაცხადა, რომ ამ აკრძალვის დაწესება არასწორია იმ ქვეყნისთვის, სადაც სასამართლო სისტემა გარდამავალ პერიოდში იმყოფება და რეფორმები მიმდინარეობს.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button