skip to content
ახალი ამბები

IFC: გაუმჯობესებული გარემოს მიუხედავად, ბიზნესმენების ოპტიმიზმი კლებულობს

ხელისუფლების მიერ რეფორმების კუთხით განხორციელებულ მცდელობებს შედეგად მოყვა უფრო ხელსაყრელი ბიზნესგარემოს ჩამოყალიბება საქართველოში, თუმცა ბიზნესმენები ნაკლებად ოპტიმისტურად უყურებენ მომავალს, ნათქვამია საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) მიერ 8 ივნისს გამოქვეყნებულ კვლევაში.


IFC-ის დასკვნები ეფუძნება საქართველოში, დაახლოებით, 2 000 მცირე ბიზნესმენის გამოკითხვის შედეგებს.


კვლევის თანახმად, რომელიც BP-ის და კანადის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელდა, ბიზნესის შეშფოთება პოლიტიკური არასტაბილურობის, კორუფციის და გადასახადების გამო – რაც სერიოზულ დაბრკოლებადაა მიჩნეული – მნიშვნელოვნად შემცირდა 2003 წლის შემდეგ, როდესაც ბოლო კვლევა ჩატარდა.


თუმცა, ”მნიშვნელოვანი გამოწვევები” კვლავ რჩება საგადასახდო კოდექსში არსებულ ორაზროვან პუნქტებთან, ლიცენზირებასა და ინსპექტირებაში და საბაჟოზე არსებულ ხარვეზებთან დაკავშირებით, ნათქვამია კვლევაში.


”არასამართლიანი კონკურენცია, ინფრასტრუქტურის არასაკმარისი განვითარება და კორუფციის შესახებ არსებული წუხილები ასევე მნიშვნელოვანია. ყველა ამ საკითხმა ხელი შეუწყო ბიზნესმენთა ოპტიმიზმის შემცირებას; მხოლოდ 40%-ს სჯერა, რომ ბიზნესგარემო კვლავაც გაუმჯობესდება მომავალ წელს, ნაცვლად 75%-ისა 2003 წელს,”- განაცხადა IFC-მ.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button