skip to content
ახალი ამბები

კონსერვატიული პარტიის ლიდერი ოქრუაშვილთან ურთიერთობებზე საუბრობს

დეპუტატმა კახა კუკავამ, ოპოზიციური კონსერვატიული პარტიიდან, განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მისი პარტიის მცდელობა ითანამშრომლოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკურ ძალასთან უშედეგოდ დასრულდა.


”მე იმაზეც თანახმა ვიყავი, რომ ისეთივე კავშირი გვქონოდა ოქრუაშვილთან, როგორიც აქვს სააკაშვილთან თავისუფლების ინსტიტუტს. ჩვენ ვიქნებოდით პოლიტიკის განმსაზღვრელი და ოქრუაშვილი იქნებოდა პრეზიდენტი. ამაზე ოქრუაშვილი არ წამოვიდა და მას უნდოდა, რომ ყველაფერი თვითონ გაეკეთებინა,”- აცხადებს კუკავა გაზეთ ”რეზონანსთან” ინტერვიუში, რომელიც 1 აგვისტოს გამოქვეყნდა.


თუმცა კუკავა, იმავდროულად, არ გამორიცხავს, კონსულტაციების განახლებას ოქრუაშვილთან სექტემბერ-ოქტომბერში. ამ დროისათვის, აცხადებს კუკავა, თავდაცვის ყოფილი მინისტრი რეალურად დაინახავს, რომ არც იმდენი მხარდამჭერი ჰყავს, რამდენიც ჰგონია და ეს უბიძგებს მას თანამშრომლობისაკენ.


მისი განცხადებით, ოქრუაშვილი იმასაც დაინახავს, რომ მხოლოდ გია ცაგარეიშვილთან, დეპუტატთან მრეწველთა ფრაქციიდან და უპარტიო დეპუტატ კოკა გუნცაძესთან თანამშრომლობა არ იქნება საკმარისი პოლიტიკური სტარტის ასაღებად.


”მე იმედი მაქვს, რომ ოქრუაშვილი მიხვდება ამას და კონსერვატორებთან და რესპუბლიკელებთან შექმნის ალიანსს,”- აცხადებს კახა კუკავა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button