skip to content
ახალი ამბები

ცხინვალი წყლის დეფიციტის მიზეზად თბილისის ”აბსურდულ პოლიტიკას” ასახელებს

ქართულ მხარეს სურს, რომ ცხინვალმა ცნოს სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაცია წყალმომარაგების პრობლემის მოგვარების სანაცვლოდ, განაცხადა თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 4 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში.


”ეს აბსურდული და აბსოლუტურად დაუშვებელი მოთხოვნაა,” – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტმა გამოაქვეყნა.


გასულ კვირას რუსეთის საგარეო უწყებამ ასევე მოუწოდა თბილისს შეწყვიტოს წყლის დეფიციტის პრობლემის გამოყენება ”პოლიტიკური თამაშებისთვის”.


სამხრეთ ოსურმა მხარემ 4 ივნისს დაადასტურა, რომ მან გორის რაიონში მდებარე ქართულ სოფლებს სარწყავი წყლის მიწოდება შეუწყვიტა, თუმცა უარყო, რომ სასმელი წყლის მიწოდებაც შეწყდა.


სამხრეთ ოსური მხარე აცხადებს, რომ თბილისი არ აძლევს ოს მუშებს საშუალებას ცხინვალის ჩრდილოეთით მდებარე ქართულ სოფლებზე გამავალი წყალსადენი შეაკეთონ. ამ დაზიანების შედეგად ცხინვალი უკვე ცხრა დღეა სასმელი წყლის გარეშე რჩება. თავდაპირველად წყალსადენი  მოსახლეობის მიზეზით დაზიანდა, რომელთაც მილი განგებ გახვრიტეს, რათა ის სარწყავად გამოეყენებინათ, თუმცა ამის შემდეგ დაზიანებას ქარიშხალმაც შეუწყო ხელი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button