skip to content
ახალი ამბები

”აზერგაზმა” საქართველოსთვის გაზის მოწოდება განაახლა

აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია ”აზერგაზმა” საქართველოს გაზის მიწოდება აღუდგინა 120 აშშ დოლარად 1000 კუბურ მეტრზე, იტყობინება საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია 1 ივნისს.


დღე-ღამის განმავლობაში ყარადაღი-თბილისის გაზსადენის საშუალებით 1,2 მილიონი კუბური მეტრის მოწოდება განხორციელდება.


საქართველომ 2007 წლის პირველ კვარტალში ”აზერგაზიდან” 115 მილიონი კუბური მეტრი გაზი მიიღო.


საქართველო და აზერბაიჯანი გაზის მოწოდებაზე 2006 წლის დეკემბერში შეთანხმდნენ. კონტრაქტის ვადა აპრილში ამოიწურა და გაზის მოწოდება შეწყდა, თუმცა ახლა ის განახლდა.


საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის განცხადებით, გარდა ”აზერგაზისა”, საქართველო კვლავ მიიღებს თავის წილ გაზს აზერბაიჯანის ”შაჰ-დენიზის” საბადოდან. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button