ნათელაშვილი: გაფიცვა წარმატებით შედგა
ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ წარმატებით შედგა დღევანდელი გაფიცვა პრეზიდენტის გადადგომისა და პარლამენტის დაშლის მოთხოვნით, რომელშიც მისი თქმით, ”ათეულ ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა”.
საყოველთაო გაფიცვისაკენ ნათელაშვილმა 13 აპრილს მოუწოდა. დღეს ქართულმა ტელევიზიებმა გააშუქეს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში გამართული მცირერიცხოვანი აქციები, სადაც მოქალაქეები სოციალური პრობლემების გამო გამოთქვამდნენ პრეტენზიებს. თუმცა რამდენად საყოველთაო ხასიათი ჰქონდა გაფიცვას, ამის თქმა დადასტურებით შეუძლებელია.
”დღევანდელი დღეს არის დასაწყისი დიდი სახალხო მოძრაობისა, რომელიც აუცილებლად გაგრძელდება და დამთავრდება ამ ხელისუფლების მშვიდობიანი, არაძალადობრივი შეცვლით, რადგან არჩევნების გზით ისინი ნამდვილად არ აპირებენ წასვლას,”- განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე შალვა ნათელაშვილმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)