skip to content
ახალი ამბები

ქართული დელეგაცია ნიუ-იორკში გაეროს გენმდივნის მოადგილეს შეხვდა

9 აპრილს, ნიუ-იორკში გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან ჟან მარი გიენოსთან გაიმართა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მერაბ ანთაძის და  საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გიორგი მანჯგალაძის შეხვედრა, სადაც აფხაზეთის კონფლიქტის საკითხები განიხილეს.


ეს შეხვედრა ერთი დღით უსწრებდა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომას, სადაც დაგეგმილია აფხაზეთის საკითხზე რეზოლუციის მიღება. დღევანდელ სხდომაზე სიტყვით გამოვა ასევე პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი, რომელიც ყურადღებას თბილისის სამშვიდობო ზრახვებზე გაამახვილებს. 


საგარეო უწყების ცნობით, 9 აპრილს გამართულ შეხვედრაზე ქართულმა მხარემ დააფიქსირა პოზიცია, რომ ასრულებს გასული წლის ოქტომბრის გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა აფხაზეთის მთელს ტერიტორიაზე დაბრუნების საკითხებთან, გალის რაიონში განვითარებულ მოვლენებთან, ზემო აფხაზეთის დაბომბვისა იქ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button