ბურჯანაძემ დეპუტატებთან სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის საკითხი განიხილა
პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე 2 აპრილს დახურულ კარს მიღმა მმართველი და ოპოზიციური პარტიების დეპუტატებს შეხვდა, სადაც სამხრეთ ოსეთში დროებითი ადმინისტრაციული ერთეულის შექმნის ინიციატივა განიხილა.
პრეზიდენტს ჯერ არ წარუდგენია პარლამენტისთვის ოფიციალური დოკუმენტი განსახილველად, თუმცა უკვე არსებობს დოკუმენტის პირველადი პროექტი.
”სამუშაო პროექტი მომზადებულია, თუმცა ჯერ ადრეა მის დეტალებზე საუბარი,” – განაცხადა დეპუტატმა პავლე კუბლაშვილმა ნაციონალური მოძრაობიდან 2 აპრილს.
ნინო ბურჯანაძემ 2 აპრილს დაადასტურა, რომ ქართული მხარე მზად არის დიალოგი გამართოს როგორც დიმიტრი სანაკოევის ე.წ. ალტერნატიულ მთავრობასთან, ასევე სამხრეთ ოსეთის ლიდერთან ედუარდ კოკოითთან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)