skip to content
ახალი ამბები

აშშ მხარს უჭერს ენერგოდივერსიფიკაციის მიზნით თბილისის დიპლომატიას

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში მეთიუ ბრაიზამ 30 მარტს მოუწოდა თბილისს გაააქტიუროს დიპლომატიური მცდელობა თურქმენეთთან ტრანსკასპიური პროექტების განვითარების კუთხით, რათა შესაძლებელი გახდეს ცენტრალური აზიიდან გაზის კავკასიისა და თურქეთის გავლით დასავლურ ბაზრებზე მიწოდება.


პარლამენტის თავმჯდომარესთან ნინო ბურჯანაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე მეთიუ ბრაიზამ აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის გაბედული გადაწყვეტილება ამ ზამთარში უარი ეთქვა რუსეთისგან გაზის ყიდვაზე. სანაცვლოდ, აზერბაიჯანმა გამოიყენა გაზის საკუთარი რესურსები და ასევე ნაწილით მოამარაგა საქართველოც.


”პრეზიდენტ სააკაშვილის პირადი დიპლომატია პრეზიდენტ ალიევთან გადამწყვეტი აღმოჩნდა ამისთვის,”- განაცხადა მეთიუ ბრაიზამ.


”და ახლა ქალბატონი სპიკერისა და პრეზიდენტ სააკაშვილის დიპლომატია მოშორებულ მეზობელთან თურქმენეთთან იმედებს იძლევა დიდი შესაძლებლობების შესაქმნელად ახალი თაობებისთვის, რეალურად უზარმაზარი, გაზის ინფრასტრუქტურის პროექტები დაეხმარება აზერბაიჯანს, საქართველოს, თურქეთს და დანარჩენ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპას ენერგომიწოდების დივერსიფიცირებაში, ” – აღნიშნა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button