skip to content
ახალი ამბები

მთავრობა გაზის რეზერვუარის მშენებლობის შესაძლებლობებს განიხილავს

ენერგეტიკის სამინისტრო მთავრობის დავალებით სწავლობს ნინოწმინდაში ან რუსთავთან გაზსაცავის მშენებლობის საკითხს, განაცხადა დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ენერგეტიკის მინისტრმა ნიკა გილაურმა.


ამ მიზნით მთავრობის 13 მარტის განკარგულებით 437 500 ლარი გამოიყო ბიუჯეტიდან.


”ჩვენ გავაგრძელებთ ამის შესწავლას ანუ ეს შესწავლა დასასრულებელია, რასაც გავაკეთებთ უახლოეს მომავალში იმისათვის, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება რომელია [ნინოწმინდა თუ რუსთავი] უფრო მისაღები, თავისი მოცულობით და თავისი დანახარჯებით”, – განაცხადა გილაურმა.


ამდენად, ჯერ ჯერობით უცნობია, თუ რა სიდიდის გაზსაცავი აშენდება საქართველოში, რომელიც გაზის შეწყვეტის ფორსმაჟორულ სიტუაციებში, ქვეყნის გაზმომარაგებას კიდევ რამდენი დღით გაახანგრძლივებს.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button