პოლონეთი და უკრაინა ენერგეტიკული სამიტის ჩატარების ინიციატივით გამოდიან
პოლონეთისა და უკრაინის პრეზიდენტები, ლეხ კაჩინსკი და ვიქტორ იუშჩენკო, მაისში ენერგეტიკული სამიტის ჩატარების ინიციატივით გამოდიან აზერბაიჯანის, ყაზახეთის და საქართველოს მონაწილეობით.
პოლონეთის ქალაქ პლოკში თავის უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, ლეხ კაჩინსკიმ განაცხადა, რომ ორმა პრეზიდენტმა განიხილეს სამხრეთ-აღმოსავლეთ კორიდორის მშენებლობის ”მნიშვნელოვანი გეგმა”, რომლის საშუალებითაც მოხდება ყაზახური და აზერბაიჯანული ნავთობის ტრანსპორტირება ევროპაში საქართველოს და უკრაინის გავლით, იტყობინება პოლონეთის პრეზიდენტის პრესსამსახური.
უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ განაცხადა, რომ სამიტის ჩატარება ამ პროექტის განხორციელების შესაძლებლობას იძლევა, იუწყება უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახური.
პოლონეთის პრეზიდენტი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით აპრილში ეწვევა, ხოლო გავრცელებული ინფორმაციით, 30 მარტს ის აზერბაიჯანში ჩავა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)