პრეზიდენტი პარლამენტში წლის საანგარიშო მოხსენებით მეორე სასესიო კვირაში წარდგება
პრეზიდენტი სააკაშვილი პარლამენტში წლის საანგარიშო მოხსენებით 1 ან 2 მარტს წარდგება, განუცხადა დღეს ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ დეპუტატებს.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მაია ნადირაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოხსენებაში ძირითადი აქცენტი სამომავლო გეგმებზე გაკეთდება.
ოპოზიციური ფრაქციის ახალი მემარჯვენეების ლიდერის დავით გამყრელიძის განცხადებით, სასურველი იქნება, თუ პრეზიდენტი თავისი გამოსვლის შემდეგ ფრაქციების მოსაზრებებსაც მოისმენს.
ტრადიციულად პრეზიდენტი პარლამენტში წლიური მოხსენებით საგაზაფხულო სესიის პირველ კვირას გამოდის.
დღესვე ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ გაგრძლდება პრეზიდენტსა და საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებს შორის დაწყებული დიალოგი, რაც ”ბუნებრივია წაადგება პოლიტიკურ და საპარლამენტო პროცესს”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)