skip to content
ახალი ამბები

აფხაზეთის საპარლამენტო არჩევნებში 136 კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას

4 მარტს აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით 136 კანდიდატმა უკვე წარადგინა განაცხადები, იტყობინება ”აფსნიპრესი” 1 თებერვალს.


განაცხადების მიღების ვადა 1 თებერვალს იწურება. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისია მიღებულ განაცხადებს 2 თებერვლიდან 21 თებერვლამდე განიხილავს.


კანდიდატები 35-მანდატიან საკანონმდებლო ორგანოში მოსახვედრად იბრძოლებენ. არჩევნები 35 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება. არჩევნების ჩატარებულად ცნობისთვის 25%-იანი აქტივობაა საჭირო.     


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button