skip to content
ახალი ამბები

ცხინვალის წარმომადგენელი უარს აცხადებს თბილისთან მოლაპარაკებებზე

ქართულ და სამხრეთ ოსურ მხარეებს შორის ორმხრივ მოლაპარაკებებს, არსებული ოთხმხრივი ფორმატის გვერდის ავლით, უარყოფითი შედეგები მოყვება სამშვიდობო პროცესისთვის, განაცხადა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელმა რუსეთში დიმიტრი მედოევმა ”ინტერფაქსის” ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე.


”ჩვენ დაჟინებით მოვითხოვთ არსებული ოთხმხრივი ფორმატის შენარჩუნებას… რუსეთი, როგორც მთავარი გარანტი, ვერ გამოირიცხება ამ პროცესიდან. რუსეთი მთავარი ქვეყანაა კავკასიაში და საქართველომ უნდა გაითვალისწინოს მისი პოზიცია”, – განაცხადა მედოევმა.  

თბილისის ოფიციალური წარმომადგენლები თავს იკავებენ ოთხმხრივი შერეული საკონტროლო კომისიის სხდომებში მონაწილეობისგან.


ამის სანაცვლოდ, თბილისი სამხრეთ ოსეთის მხარეს ორმხრივი ”კონსტრუქციული დიალოგის” დაწყებისკენ მოუწოდებს ევროკავშირის, აშშ-ს, ეუთოს და რუსეთის შუამავლობით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button