skip to content
ახალი ამბები

საპროტესტო აქციის მონაწილეები კომუნალურ შეღავათებს ითხოვენ

თბილისის მერიის წინ 30 იანვარს საპროტესტო აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ, რათა მთავრობის მიერ ომის ვეტერანებისთვის ”კომპენსაციების გაუქმების” წინააღმდეგ პროტესტი გამოეხატათ.


2007 წლის იანვარში მთავრობამ ”მონეტიზაციის პოლიტიკის” ფარგლებში გააუქმა კომპენსაციები კომუნალური გადასახადებისა და მომსახურებისთვის მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისა და ასევე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული კონფლიქტების მონაწილეთათვის. ახალი პოლიტიკის თანახმად, ვეტერანები ყოველთვიურად 7-44 ლარს მიიღებენ სოციალური კატეგორიების მიხედვით.


საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ლადო ჭიპაშვილმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მონეტიზაციის პოლიტიკის დასაფინანსებლად 28 მილიონი ლარი გამოიყო.


ანალოგიური საპროტესტო აქციები გასულ კვირას სამჯერ გაიმართა.


აქციას ასევე შეუერთდა რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატი ”ახალი მემარჯვენეებიდან” და ლეიბორისტული პარტიიდან.


აქციის მონაწილები კომუნალური გადასახადებისთვის მთავრობის მიერ დაწესებული კომპენსაციების აღდგენას და ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას მოითხოვდნენ. 30 იანვარს აქციის მონაწილეებმა თბილისის მერის გიგი უგულავას გადადგომაც მოითხოვეს. მოგვიანებით, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა სახელმწიფო კანცელარიასთან გადაინაცვლეს, რის შემდეგაც დაიშალნენ, თუმცა აქციის გაგრძელების პირობა დადეს.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button