skip to content
ახალი ამბები

საქართველოს ლიტვის პრემიერ-მინისტრი ეწვევა

დღეს ლიტვის რესპუბლიკის პრემიერ–მინისტრი გედიმინას კირკილასი სამდღიანი ოფიციალური  ვიზიტით ეწვევა საქართველოს, იტყობინება ლიტვის მთავრობის პრესსამსახური.


ვიზიტის ფარგლებში გედიმინას კირკილასი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელს, პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს და სხვა ოფიციალურ პირებს.


შეხვედრებზე განიხილავენ ორმხრივ ურთიერთობებსა და საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button