ახალი ამბები

ევროპის საბჭოს ანტიკორუფციული ჯგუფი საქართველოზე მოხსენებას აქვეყნებს

საქართველოს შესახებ report მოხსენებაში ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფი (GRECO) მიესალმა ქვეყნის მიერ ბოლო წლების განმავლობაში კორუფციის წინააღმდეგ გატარებულ რეფორმებს, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ საჭიროა ამ რეფორმების შედეგების “მკაცრად გაკონტროლება და შემდგომი სრულყოფა“.


15 იანვარს გამოქვეყნებულ მოხსენებაში GRECO ყურადღებას ამახვილებს იმ ღონისძიებებზე, რომლითაც კრიმინალებს კორუფციული საქმიანობის შედეგად მიღებული სარგებელი ჩამოერთვათ, ასევე საუბარია სახელმწიფო სტრუქტურებში კორუფციის დაძლევასა და კერძო კომპანიების მეშვეობით კორუფციის დამალვის ფატების შემცირებაზე.


GRECO-მ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას ეფექტურად შეამოწმოს სახელმწიფო სექტორი, მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და განავითაროს ამ შემოწმების სტანდარტები.


“ამავე დროს, საჭიროა საჯარო მოხელეების და მოსამართლეების მიუკერძოებელი დასაქმების უზრუნველყოფა. სხვა რეკომენდაციები ეხება საჩუქრების მიღების წესებს, სიტუაციებს, სადაც საჯარო მოხელეთა პირადი ინტერესები ეწინააღმდეგება მათ პროფესიულ მოვალეობებს, კორუფციის შესახებ ანგარიშგებას და ეთიკის კოდექსის მიღებას“, – ნათქვამია GRECO-ს პრეს-რელიზში.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button