skip to content
ახალი ამბები

რენე ვან დერ ლინდენი მოსკოვში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე იმსჯელებს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის რენე ვან დერ ლინდენის მოსკოვში 10-12 იანვარს დაგეგმილი სამუშაო ვიზიტის დროს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები იქნება განხილული, იტყობინება ევროპის საბჭო.


ვიზიტის დროს რენე ვან დერ ლინდენი შეხვდება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს და ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარეებს, ბორის გრიზლოვს და სერგეი მირონოვს, ასევე სხვა ოფიციალურ პირებს. 


საქართველო–რუსეთის ურთიერთობებზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა იანვრის ბოლოს ზამთრის სესიაზე იმჯელებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button