skip to content
ახალი ამბები

პრეზიდენტი სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონას სტუმრობდა

პრეზიდენტი სააკაშვილი 2 იანვარს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონას ეწვია, სადაც სოფელ თამარაშენის მოსახლეობას შეხვდა.


თამარაშენი, სადაც ძირითადად ქართული მოსახლეობა ცხოვრობს, კილომეტრზე ნაკლები მანძილით არის დაშორებული ცხინვალიდან.


“მე მინდა ვუთხრა მათ, ვინც სეპარატისტების მიერ დროებით კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ჩვენ მზად ვართ გავარემონტოთ სკოლები, გზები და საავადმყოფოები, როგორც ეს ჩვენ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე გავაკეთეთ, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე. ახლა ჯერი თქვენზეა გადაწყვიტოთ: თქვენ ან უნდა მისცეთ შანსი ამ გაურკვეველ ხალხს [სეპარატისტულ ხელისუფლებას] უარი თქვან ამ შემოთავაზებაზე ან გააუმჯობესოთ თქვენი ცხოვრება საქართველოს დანარჩენ მოსახლეობასთან ერთად“, – განაცხადა სააკაშვილმა.


მიხეილ სააკაშვილი თამარაშენში შემოვლითი გზით მივიდა. სოფლამდე მისასვლელი მთავარი გზა ცხინვალზე გადის. ამდენად, შემოვლითი გზა ხშირად გამოიყენება ცხინვალის ჩრდილოეთით განთავსებულ ქართულ სოფლებამდე მისასვლელად.


“საქართველოს შემოვლითი გზები დროებითია და ის მალე აღარ იარსებებს. ეს სიტუაცია ძალიან გაიწელა, თუმცა ძალიან დროებითია… ჩვენ მშვიდობიანი ზრახვები გვაქვს… საქართველოში უკანონობის ერთი კვადრატული მეტრი მიწაც კი არ დარჩება“, – განაცხადა სააკაშვილმა.


პრეზიდენტი სააკაშვილი ასევე ეწვია კონფლიქტის ზონის კიდევ ერთ ქართულ სოფელს აჩაბეთს, სადაც ქართული სამშვიდობო ბატალიონია განთავსებული.


იმავდროულად, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი ზემო აფხაზეთს ეწვია და შსს–ს იქ განთავსებულ დანაყოფებს ახალი წელი მიულოცა. “ესენი [პოლიციელები] იცავენ საქართველოს აქ“, – განუცხადა ჟურნალისტებს მერაბიშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button