
ახალი ამბები
თბილისი ახალ წელს ზეიმობს
თბილისის მერიამ 31 დეკემბერს ახალი წლის დადგომას რიყეზე გიგანტური ხაჭაპურით, გოზინაყით და საცივით უმასპინძლა.
1,5 ტონიანი საცივი, 25 კვადრატული მეტრი ზომის გოზინაყი და 10 კვადრატული მეტრი ზომის ხაჩაპური თბილისის ცენტრში, რიყეზე განთავსდა.
თბილისის მერიის ოფიციალურ წარმომადგენელთა განცხადებით, ამ მოვლენით საქართველოს აქვს ამბიცია გინესის რეკორდების წიგნში შევიდეს.
თავისუფლების მოედანზე ახალი წლის დადგომის შემდეგ სამსაათიანი კონცერტი გაიმართა.
გავრცლებული ინფორმაციით, თბილისის მუნიციპალიტეტმა 800 ათასი ლარი გამოყო დედაქალაქში ახალი წლის საზეიმო ღონისძიებების დასაფინანსებლად.