ახალი ამბები

პარლამენტმა 2007 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

29 დეკემბერს პარლამენტმა 150 ხმით 9–ს წინააღმდეგ დაამტკიცა 2007 წლის ბიუჯეტი, რომლის შემოსავლები 3,7 მლრდ ლარით, ხარჯები  – 4,0 მლრდ ლარით, დეფიციტის დაფინანსების წყაროები კი 365,5 მლნ ლარით განისაზღვრა.


ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა ბიუჯეტს და განაცხადა, რომ ბიუჯეტის კანონი გაუმჭვირვალეა.


ბიუჯეტის თანახმად, მომავალ წელს მთლიანი შიდა პროდუქტი 7,5 %–ით გაიზრდება და მთლიანობაში 16 მილიარდ ლარს შეადგენს.  ინფლაციის დონე კი 6%–ით არის განსაზღვრული, რაც ოპოზიციის განცხადებით არარეალისტურია გაზისა და ელექტროენერგიის ფასის მოსალოდნელი ზრდის ფონზე.


ქვეყნის მთავარი საბიუჯეტო პრიორიტეტები ეკონომიკის სტაბილური განვითარება, თავდაცვის სფეროში რეფორმების გაგრძელება, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და საგზაო ინფრასტრუქტური მშენებლობაა.


მომავალი წლის საბიუჯეტო ხარჯები სფეროების მიხედვით ასე გადანაწილდა:


შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო– 916  მლნ ლარი (2006 წელს–  752 მლნ ლარი), თავდაცვის სამინისტრო – 513,2 მლნ ლარი; ფინანსთა სამინისტრო  – 765, 6 მლნ ლარი; ეკონომიკის განვითარების სამინისტრო – 419,5 მლნ ლარი; ენერგეტიკის სამინისტრო  – 217,2 მლნ ლარი; იუსტიციის სამინისტრო – 117 მლნ ლარი; საგარეო საქმეთა სამინისტრო – 49, 8 მლნ ლარი; შინაგან საქმეთა სამინისტრო – 297, 7 მლნ ლარი (აქედან სასაზღვრო პოლიციისთვის 46 მლნ ლარი); განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო – 389,3 მლნ ლარი; კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო –65,3 მლნ ლარი; ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო – 44,1 მლნ ლარი; სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 47,9 მლნ ლარი; გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო – 34,9 მლნ ლარი;  კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 503 ათასი ლარი;   ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 968 ათასი ლარი;   რეფორმების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 440 ათასი ლარი; სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 200 ათასი ლარი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button