ახალი ამბები

არჩევნები 2008 წელს ერთდროულად ჩატარდება

დღეს პარლამენტმა მესამე მოსმენით 167 ხმით, 10–ის წინააღმდეგ დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის საბოლოო რედაქცია საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ერთდროულად ჩატარებას 2008 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრამდე შუალედში ითვალისწინებს. არჩევნების თარიღს პრეზიდენტი ნიშნავს.


შედეგად, ამ მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადა დაახლოებით 6 თვით იზრდება, ხოლო პრეზიდენტის ვადა მცირდება.


კონსტიტუციაში ასევე შევიდა ცვლილება სასამართლო სისტემაში პრეზიდენტის როლის შემცირების თაობაზე. კერძოდ, პრეზიდენტის ნაცვლად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უხელმძღვანელებს.


დღესვე დეპუტატებმა 169 ხმით ერთხმად მიიღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ კონსტიტუციურ კანონში ცვლილებები, რომელიც აჭარის უმაღესი საბჭოს შემდეგი არჩევნების ასევე 2008 წლის ოქტომბერ–დეკემბრის მონაკვეთში ჩატარებას ითვალისწინებს.


ოპოზიციამ გააკრიტიკა საკონსტიტუციო ცვლილებები და მას პარლამენტის მიერ “ხელისუფლების უზურპაციის” შეფასება მისცა.

მსგავსი/Related

Back to top button