ოპოზიცია ხელისუფლებას საკუთრების უფლების ხელყოფაში ადანაშაულებს
ოპოზიციონერ პარლამენტართა ჯგუფმა 18 დეკემბერს ფინანსური პოლიცია და გენერალური პროკურატურა მეწარმეთა საკუთრების უფლებების ხელყოფაში დაადანაშაულა.
დამოუკიდებელმა დეპუტატმა კოკა გუნცაძემ განაცხადა, რომ ცოტა ხნის წინ რამოდენიმე ბიზნესმენს ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული ზეწოლის შედეგად “ნებაყოფლობით“ მოუხდა თავისი ქონების, ძირითადად თბილისის ცენტრში არსებული საოფისე ფართების სახელმწიფოსთვის გადაცემა.
17 დეკემბერს ტელეკომპანია “იმედის“ საკვირაო პროგრამამ “დროება“ უჩვენა ინტერვიუები თბილისის ცენტრში მდებარე რამდენიმე რესტორნის მფლობელთან, რომლებიც აცხადებდნენ, რომ მათ თავიანთი ქონების სახელმწიფოსთვის გადაცემა მოუხდათ.
“ამ მითვისებებში ჩართულია [გენერალური პროკურორის ზურაბ] ადეიშვილის კლანი და რამდენიმე სხვა კლანიც“, – განაცხადა დეპუტატმა კახა კუკავამ კონსერვატიული პარტიიდან 18 დეკემბერს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ, რომელიც თბილისს 2-10 დეკემბერს სტუმრობდა, მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას დააჩქაროს სტრუქტურული რეფორმები, “განსაკუთრებით საკუთრების უფლების დაცვის კუთხით”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)